English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ თეა ხორგუაშვილინათია ხორგუაშვილი
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი პოლიტიკის ძირითადი გამოწვევები პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდში

   სტატიაში განხილულია საკითხები ხარჯვითი პოლიტიკისა და რეფორმების, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შესრულების,  პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდებში სახელმწიფო ბუჯეტის პრიორიტეტების შესახებ. საქართველოს ეკონომიკა, მეტ-ნაკლებად, კარგ მდგომარეობაშია, გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ექსპორტის ზრდა, სავაჭრო ბალანსი მცირედით, მაგრამ მაინც უმჯობესდება, თუმცა ამ ყველაფრის მოსახლეობის სოციალურ ფონზე დადებითად ასახვას წინ ეღობება მზარდი ინფლაცია. დღეს არსებულმა ვითარებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ხარჯვით პოლიტიკას, სახელმწიფოს მხრიდან სწორად გამოყენებულ ინსტრუმენტებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება.სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამჭვირვალე და ეფექტური ხარჯვის შეფასებისთვის აუცილებელია გადაიდგას ნაბიჯები, რაც უზრუნველყოფს მთავრობის მიერ დაგეგმილი ფისკალური ინდიკატორების შესრულებას მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში. გონივრული, დროული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის უზრუნველყოფის საფუძველია. საბოლოოდ კი, წარმატებული ფისკალური პოლიტიკა ეკონომიკურ ზრდასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში აისახება. ამ მიმართულებით ჩვენ ჩვატარეთ კვლევა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი მაჩვენებლების შეფასებაზე, როგორც ფუნქციონალური ჭრილით, ასევე, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით, რომლის მაჩვენებლები ასახულია თემის ძირითად ნაწილში, ხოლო შედეგები გადმოცემულია დასკვნისა და წინადადებების სახით.

საკვანძო სიტყვები: ხარჯვითი პოლიტიკა, პროგრამული ბიუჯეტი, მაკროეკონომკური სტაბილურობა, დეპოზიტების დაზღვევა.

 

შესავალი

 

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენი ქვეყნის წინაშე არაერთი სერიოზული გამოწვევა და პრობლემა დამდგარა, მაგრამ ქვეყნის მთავრობა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ცდილობდა შეზღუდული რესურსებით მაქსიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, რაც ყოველთვის გულისხმობდა სასურველი შედეგის მიღწევას.

2020 წლის მეორე ნახევრიდან ხარჯვითი პოლიტიკა მთლიანად ორიენტირებული გახდა COVID-19-ის მართვის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ღონისძიებების, ასევე ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების დაფინანსების გაზრდით. 2021 წლის ბიუჯეტში, COVID-19-ის მართვის ღონისძიებებზე დაგეგმილი ხარჯები, თითქმის გაორმაგდა და შეადგინა 846 მლნ. ლარი, მოსახლეობის 60% აცრისთვის საჭირო ვაქცინების შესაძენად გამოიყო 150 მლნ.ლარი. ეკონომიკის ხელშეწყობის მიმართულებით ასევე გაიზარდა „მეწარმეობის განვითარება“ - პროგრამის ასიგნება 55.0 მლნ ლარით და განისაზღვრა 357.2 მლნ. ლარით, რაც გამოწვეულია საწარმოთა კრედიტების თანადაფინანსების ზრდით და საგრანტო პროექტების განხორციელების ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსებით.

ბოლო პერიოდში არაერთი რეფორმა გატარდა საჯარო ფინანსების მიმართულებით, რომელთაგან აღსანიშნავია:

  • პროგრამული ბიუჯეტი
  • ხაზინის ერთიანი ანგარიში
  • სახელმწიფო ვალის მართვის ერთიანი სისტემა
  • საგადასახადო რეფორმები (ერთიანი საგადასახადო კოდის შემოღება, ზედმეტობის დაბრუნება და ა.შ.)
  • საპენსიო რეფორმა
  • კაპიტალის ბაზრის რეფორმა
  • დეპოზიტების დაზღვევის სისტემა
  • კერძო და საჯარო თანამშრომლობის შექმნა
  • გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა.

დღეს მთელი მსოფლიო დგას ახალი ეკონომიკური კრიზისის წინაშე, რომელიც გამოწვეულია არა იმდენად ეკონომიკური ფაქტორებით, არამედ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული პანდემიით. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, როგორც ცალკეული ქვეყნები, ასევე მთელი მსოფლიო დგას კლასიკური ეკონომიკური კრიზისისგან განსხვავებული - „კორონომიკური კრიზისის“ წინაშე (პაპავა, 2020ა).  პოსტპანდემიურ პერიოდში, რომელსაც თან დაერთო უკრაინის ომი და დღემდე გრძლდება, რაც გავლენას ახდენს მსოფლიოს მოსახლეობაზე, გამონაკლისი არც საქართველოა. ამის ფონზე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენება და ხარჯვითი პოლიტიკა მიიმართოს პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაზე.

გლობალიზაციის პროცეში არაერთი მსოფლიო ფინანსური კრიზისია ცნობილი, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო პერიოდის - 2008 წლის ფინანსური კრიზისი, რომელიც იმაზე დიდხანს გაგრძელდა ვიდრე ამას ეკონომისტების უმრავლესობა ვარაუდობდა და იმაზე მეტად აზარალა ეკონომიკა, ვიდრე ამას პროგნოზირებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია. ფინანსური კრიზისები და ფინანსური არასტაბილურობა პირდაპირ ახდენს გავლენას ქვეყნის ხარჯვით პოლიტიკაზე. მაგრამ, მსოფლიო ისე არაფერმა დააზარალა, როგორც 2019 წელს გავრცელებულმა პანდემიამ. COVID-19-ის გავლენა მსოფლიოს ქვეყნების, მათ შორის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე შეუფასებელია. აღმოჩნდა, რომ პანდემიამ არამხოლოდ ჯანდაცვაზე, არამედ ეკონომიკაზე, შრომის ბაზარზე და მოსახლეობის ყველა სეგმენტზე მოახდინა გავლენა. სამწუხაროა, რომ უკვე 2 წელია მძვინვარებს პანდემია და დღეის მდგომარეობით კიდევ არ ჩანს დასასრული. ერთი ცხადია, რომ არამარტო ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, არამედ მსოფლიო აღმოჩნდა უსუსური ამ დიდი პრობლემების დასაძლევად.

პანდემიამდე საქართველოს სახელწიფო ბიუჯეტის წინაშე იდგა სხვა გამოწვევები, როგორიცაა განათლების პრიორიტეტიზაცია, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ეკონომიკის წახალისება, სახელმწიფო სუბსიდირების არაერთი პროგრამა, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი გამოწვევა დღემდე ყოველითვის იყო და არის სოციალური სფერო (მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფა, სოციალურად დაუცველი ფენის დახმარება, ჯანმრთელობის უზრუნველყოფა და ა.შ.).

ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა პრობლემებმა უკან დაიხია ჯანდაცვის პრობლემების წინაშე, ყველა ქვეყნის პრიორიტეტი ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური სფერო გახდა. ამას თან დაერთო უკრაინის ომი, რამაც გამოიწვია დამატებითი შეზღუდვები და კიდევ უფრო შეანელა ეკონომიკის აღდგენის პრცესები.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საბიუჯეტო სისტემა მაინც სოციალურ ხასიათს ატარებს - მისი ეკონომიკა პანდემიის გავრცელებამდე ეკონომიკური ზრდით ხასიათდებოდა და ზოგადად, ბიუჯეტი ორიენტირებული იყო მოქალაქის კეთილდღეობაზე.

 

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი პოლიტიკა

 

2020 წლის მეორე ნახევრიდან ხარჯვითი პოლიტიკა მთლიანად ორიენტირებული გახდა COVID-19-ის მართვის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ღონისძიებების, ასევე ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების დაფინანსების გაზრდით. 2021 წლის ბიუჯეტში COVID-19-ის მართვის ღონისძიებებზე დაგეგმილი ხარჯები თითქმის გაორმაგდა და შეადგინა 846 მლნ, ლარი, მოსახლეობის 60%-ის აცრისთვის საჭირო ვაქცინების შესაძენად გამოიყო 150 მლნ, ლარი. ეკონომიკის ხელშეწყობის მიმართულებით ასევე გაიზრდა „მეწარმეობის განვითარება“ - პროგრამის ასიგნება 55.0 მლნ, ლარით და განისაზღვრა 357.2 მლნ ლარის ოდენობით, რაც გამოწვეულია საწარმოთა კრედიტების თანადაფინანსების ზრდით და საგრანტო პროექტების განხორციელების ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსებით.

გაეროს მიერ შემოთავაზებული ანალიზით, COVID-19-ის შემდგომ გლობალური ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 2,5%-მდე შემცირდება, ზარალი კი დაახლოებით ტრლნ, დოლარს მიაღწევს, უარეს შემთხვევაში შეიძლება გაორმაგდეს.  ეუთოს ანგარიშის მიხედვით მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 2,4%-მდე შემცირდება, რაც ძირითადად მსოფლიო ვაჭრობის შემცირებით იქნება განპირობებული (ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი).

განსაკუთრებით დიდია იმ ქვეყნების ეკონომიკური ზარალი  რომელთა შემოსავლებიც დამოკიდებულია ექსპორტსა და ტურიზმზე. სამწუხაროდ, საქართველო მათ შორისაა. ეკონომიკურმა რეცესიამ გავლენა იქონია საქართველოს ბიუჯეტის როგორც შემოსავლის, ასევე ხარჯვით ნაწილზე. 2020 წლის დასაწყისში არსებულმა მოვლენებმა აიძულა ხელისუფლება დაეწესებინა რიგი შეზღუდვა, მათ შორის შეზღუდვები შეეხო ეკონომიკურ საქმიანობებს. ინფიცირებულთა სამკურნალოდ და დიაგნოსტირებისთვის, ასევე მოსახლეობის სოციალური დაცვისა და ბიზნესის ხელშეწყობისთვის საჭირო გახდა ბიუჯეტში დამატებითი სახსრების მობილიზება. ხელისუფლებამ პირველ რიგში დაიწყო ღონისძიებების გატარება ბიუჯეტში არსებული პროგრამების შემცირებაზე და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები დამატებითი სახსრების მოძიებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ წარმატებით განხორციელებული რეფორორმების და მოლაპარაკებების შედეგად საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო დაფინანსება საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან პანდემიით გამოწვეული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით.

2020 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებიდან მოეზიდა თანხები სულ  3,874,125,453.00 ლარის ოდენობით, მათ შორის 279,071,000.00 ლარის ოდენობით არის გრანტი, ხოლო 2021 წლის პირველ 6 თვეში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან COVID-19-ის რეაგირების მიზნით მობილიზებულია 1,671,259,894.00 ლარი, საიდანაც 163,637,990.00 ლარი არის გრანტი

 

.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეთა დახმარების მიზნით, 2020 წელს ბიუჯეტიდან გამოიყო 1,2 მლრდ. ლარზე მეტი, მათ შორის სხვადასხვა ფულადი დახმარება მიიღო 1,7 მლნ-მა მოქალაქემ, ხოლო კომუნალური ხარჯის სუბსიდირებით ისარგებლა 2,5 მლნ-მდე მოქალაქემ.

 

 საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის მაცვენებლები 2017-2021 წლების ხარჯების შესრულების მაჩვენებლები

დიაგრამა 1

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიის გავრცელებას ბოლო არ უჩანს და ყოველ ტალღას მოსდევს ახალი 2021 წლის ბიუჯეტიც ძირითადად დაგეგმილი იყო პანდემიის მართვის და მისი გავრცელების შესაკავებლად მიმართული ღონისძიებებისთვის, ასევე შეზღუდული ფინანსური რესურსის ფარგლებში გათვალისწინებულია მოსახლეობის სოციალური დაცვისა და ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებები.

2021 წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია 3 ძირითადი მიზნის მიღწევაზე:

  • · დეფიციტის შემცირება;
  • · ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობა
  • · COVID-19-ის მართვა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები, რაც გატარებული ღონისძიებების შესდეგად მიღწეულია პროგნოზთან შედარებით მაღალი მაჩვენებლებით, დეფიციტი შემცირდა მშპ-ს 6,6 %-მდე, 2022 წლის დეფიციტი განისაზღვრა 2,6 მლრდ, ლარი, რაც მშპ-ს 4 პროცენტია, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,4 %-ს მიაღწია.

 

 

 

 

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები შრომის ანაზღაურებაზე 2018-2022 წლებში

დიაგრამა 2

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.   ცხრილი შედგენილის ავრტორის მიერ

უნდა აღინიშნოს, რომ პამდემიამდე საქართველოს ბიუჯეტი ორიენტირებული იყო მოქალაქის კეთილდღეობასა და განვითარებაზე, შესაბამისად, ხარჯების დიდი ნაწილი მიმართული იყო სოციალური სისტემის გაუმჯობესებაზე. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სოციალური სისტემის შემდეგ პრიორიტეტად მთავრობამ დასახა განათლების სისტემა და ხარჯების დიდი ნაწილი მიმართა განათლების სისტემაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების გაზრდისკენ და ასევე,  ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმის - ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოყო 3,6 მლრდ, ლარი. აღნიშნული პრიორიტეტები ნამდვილად იყო გათვლილი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის, რომ არა COVID-19.

2020 წლის მეორე ნახევრიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყო სხვადასხვა პლატფორმის შექმნა, რაც უზრუნველყოფდა COVID-19-ის მართვის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ღონისძიებების, ასევე ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების მართვას. შეიქმნა საინფორმაციო და ელექტრონული სერვისების პორტალი,  რომლის დაფინანსება ძირითადად ხორციელდებოდა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული სახსრების ფარგლებში.

ხარჯვითი პოლოტიკის სრულყოფილებისთვის სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული არაერთი რეფორმის შედეგად, ინტეგრირებული სისტემების მეშვეობით ჩამოყალიბდა ერთიანი საჯარო ფინანსების მართვის საინფორმაციო სისტემა (PFMS). საჯარო ფინანსების მართვის საინფორმაციო სისტემაში გაერთაინებულია ელექტრონული ხაზინის სისტემა - etreasury; ბიუჯეტის დაგეგმვისა და  მართვის მოდული - ebudget; სახელმწიფო ვალის მართვის სისტემა - edms;  ადამიანკაპიტალის მართვის სისტმა - eHRMS; ხაზინის ელექტრონული სისტემის მოდული იღებს ინფორმაციას "ბიუჯეტის დაგეგმვისა და  მართვის მოდულის" პროგრამული კოდების, ბიუჯეტის კლასიფიკაციის კოდების და ბიუჯეტის ასიგნებების შესახებ. PFMS დაკავშირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემასთან, საიდანაც ელექტრონული ხაზინა იღებს ხელმოწერილი კონტრაქტების შესახებ ინფორმაციას (სატენდერო ნომერი, ხელშეკრულების ნომერი და თარიღი, საიდენტიფიკაციო კოდი და მიმწოდებლის სახელი, საერთო თანხის ოდენობა და ვალუტა, CPV კოდი). შესაბამისად, შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემა ხაზინიდან იღებს ინფორმაციას გადახდების სესახებ; მიმწოდებლის სახელისა და საიდენტიფიკაციო კოდის შემოწმების მიზნით სისტემა იყენებს შემოსავლების სამსახურისა და სამოქალაქო რეესტრის ელექტრონულ მონაცემთა ბაზას. ინდივიდუალური ბენეფიციარების იდენტიფიკაცია (სახელფასო, მომსახურების კონტრაქტები და ა.შ.) ამოწმებს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზის სისწორეს (პირადი მონაცემების კონფიდენციალობის ყველა წესის დაცვით).

2022 წელს მოსალოდნელი ბიუჯეტის დეფიციტი - 4.3%, რაც ჯერ კიდევ აღემატება ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიხედვით განსაზღვრულ ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იან ზღვარს. ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა არაოპტიმალური ბიუროკრატიული აპარატის არსებობა და მის შენახვაზე გაწეული ყოველწლიურად მზარდი ხარჯები. პანდემიის შედეგად არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებას გააჩნდა ამ მხრივ საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მნიშვნელოვანი რესურსი, თუმცა, როგორც 2020, ასევე, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტების ანალიზი აჩვენებდა, მათში არ იყო გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომიის მაქსიმალური შესაძლებლობები. მაგალითად, 2020 წლის საგანგებო ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მიზნით განხორციელებული ცვლილებები (სამივლინებო ხარჯები, წარმომადგენლობითი ხარჯები) განპირობებული იყო პანდემიის შედეგად შექმნილ სიტუაციასთან (პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვები ბუნებრივად ამცირებდა სამივლინებო, წარმომადგენლობით და სხვა მსგავს ადმინისტრაციულ ხარჯებს) და ნაკლებად კავშირში იყო ე.წ ქამრების შემოჭერის პოლიტიკასთან.   

 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ადმინისტრაციული ხარჯები გაანალიზების შედეგად, სამწუხაროდ, ბიუჯეტის პროექტი კვლავ არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხარჯის თითოეულ კომპონენტზე დაყვანილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რაც მნიშვნელოვნად ართულებს სრულფასოვან ანალიზს. ამასთან, ბიუჯეტის განმარტებითი ბარათი დაინტერესებულ პირებს არ სთავაზობს, დაგეგმილ ადმინისტრაციულ ხარჯებში, პანდემიასთან ბრძოლისთვის განკუთვნილი ხარჯების (საკარანტინო სივრცეების მომსახურება, პირადი დაცვის საშუალებების შესყიდვა და სხვა) განცალკევებულ ინფორმაციას.  

 

მომუშავეთა რიცხოვნობა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული შტატგარეშე შრომის ანაზღაურება ეკონომიკური კალსიფიკაციის მუხლების მიხედვით

დიაგრამა 3.

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებულთა  შრომის ანაზღაურების მოწესრიგება. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ასიგნებების განმკარგავ ორგანიზაციებში მომუშავეთა რიცხოვნობა 107-ით იზრდება და მათი რაოდენობა 112,712 პირს შეადგენს.  სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული მომუშავეთა რიცხოვნობა მოიცავს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების განმკარგავ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობას, რაც რეალურად ასახავს საჯარო სექტორში დასაქმებულთა დაახლოებით მხოლოდ მესამედს. მაგალითად, აღნიშნული მონაცემები არ ფარავს ადგილობრივი თვითმართველობების, მთელი რიგი სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების მონაცემებს, რომლებიც არ წარმოადგენენ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში პროგრამის უშუალო განმახორციელებელ ორგანიზაციებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და საპენსიო სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საჯარო სექტორში დაახლოებით 300 ათასი ადამიანია დასაქმებული.       

            სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წლისთვის მომუშავეთა რიცხოვნობის ყველაზე დიდი ზრდა საერთო სასამართლოებსა (+79) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში (+53) იგეგმება. მომუშავეთა რაოდენობის კლება გათვალისწინებულია 5 უწყებაში (სახელმწიფოაუდიტისსამსახურისაქართველოსრეგიონულიგანვითარებისადაინფრასტრუქტურისსამინისტროსაქართველოსკულტურისსპორტისადაახალგაზრდობისსამინისტროსაქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტროსსიპ - საპენსიოსააგენტო).  2022 წლისბიუჯეტისპროექტშისაპენსიოსააგენტოსმომუშავეთარიცხოვნობაგანსაზღვრული-0-ითრაცგანპირობებულიაიმფაქტითრომ 2022 წლიდანსააგენტოსსახელმწიფობიუჯეტიდანდაფინანსებააღარიგეგმება. 

            დღეისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტებია:

  1. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
  2. თავდაცვა და საზოგადოებრივი წესრიგი
  3. ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და ტურიზმი
  4. რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ.

 

დასკვნები და წინადადებები.

      სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების შეფასებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ის პრიორიტეტები და გამოწვევები, რაც დგას საქართველოს ბიუჯეტის წინაშე და რომელთა გადაწყვეტა ხელს შეუწყობს ეფექტიან და გამჭვირვალე ხარჯვით პროცესს. ამისათვის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენება და ხარჯვითი პოლიტიკა მიიმართოს პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაზე.

  • სახელმწუფო ბიუჯეტიდან გამჭვირვალე და ეფექტური ხარჯვის შეფასებისთვის აუცილებელია ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები აისახოს სახელწიფო ბიუჯეტის კანონის ძირითად ნაწილში
  • გამკაცრდეს კონტროლი ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგების შესრულებაზე და ანალიზზე
  • გაძლიერდეს კონტროლის მექანიზმები - შიდა და გარე აუდიტის საქმიანობა და საერთაშორისო სტრანდარტების შესაბამისობა
  • დაინერგოს დარიცხვის მეთოდზე დაფუძნებული სააღრიცხვო სისტემა
  • მოწესრიგდეს საჯარო დაწსებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება
  • ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად უზრუნველყოს მთავრობამ ხარჯების შემცირება.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, COVID-19-ის მართვისა და გავრცელების შესაკავებლად, ღონისძიებები სავარაუდოდ გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, პანდემია მინელების გზაზეა, გაუქმებულია შეზღუდვები, რომელიც დაწესდა პანდემიის დროს, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა მოლოდინები რომ COVID-19 გაქრება არ არსებობს, ასევე არ არსებობს ეკონომიკის აღდგენის მოლოდინების გეგმა, ხელისუფლება ცდილობს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში იმოქმედოს დროულად, ხელისუფლების მცდელობას მოსახლეობამაც უნდა შეუწყოს ხელი პანდემიის გავრცელების შესაკავებლად.

 

ლიტერატურა:

  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (2020). COVID-19 ეკონომიკური შედეგები მსოფლიოსა და საქართველოსთვის. თბილისი.  https://eprc.ge/uploads/brosh/COVID__fin-geo.pdf
  • პაპავა, ვ. (2020). კორონომიკა და თვისებრივად ახალი ეკონომიკური კრიზისი. ეკონომიკა და ბიზნესი. XII. #2. 13-16.

http://papava.info/publications/Papava_Coronomics_and_Qualitatively_New_Economic_Crisis_Ge.pdf

  • პაპავა, ვ. (2020). COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება.   https://www.gfsis.org/ge/blog/view/1141
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. https://www.mof.ge/naerti_biujeti
  • საქართველოს ეროვნული ბანკი. https://nbg.gov.ge/
  • საქსტატი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. https://www.geostat.ge
  • COVID-19-ის ფისკალური ეფექტები საქართველოში: ეკონომიკური მიმოხილვა და ინდიკატორები (2020). #117.

https://pmcresearch.org/publications_file/9bc45ec3a2807b1c3.pdf

  • Government of Georgia. Measures Implemented by The  Government of Georgia against COVID-19. Report.

https://stopcov.ge/Content/files/COVID_RESPONSE_REPORT__ENG.pdf

References:

  • ekonomikuri politikis kvlevis tsentri (2020). COVID-19 ekonomikuri shedegebi msopliosa da sakartvelostvis. tbilisi. [Economic Policy Research Center (2020). COVID-19 Economic Outcomes for the World and Georgia   Tbilisi]. https://eprc.ge/uploads/brosh/COVID__fin-geo.pdf  in Georgian.
  • Papava V. (2020). koronomika da tvisebrivad akhali ekonomikuri krizisi. [Coronomics and Qualitatively New Economic Crisis. Economics and Business. XII. # 2. 13-16.]               in Georgian

http://papava.info/publications/Papava_Coronomics_and_Qualitatively_New_Economic_Crisis_Ge.pdf

  • Papava V. (2020). COVID-19-is pandemiit gamotsveuli ekonomikuri krizisi da sakartvelos erovnuli valutis arastabilurobis shemtsireba. [COVID 19 Pandemic Economic Crisis and Reducing the Instability of Georgia’s National Currency.] in Georgian 

https://www.gfsis.org/ge/blog/view/1141

  • Fiscal Impact of COVID-19 in Georgia: An Economic Overview and Indicators,  (2020). #117. in Georgian

https://pmcresearch.org/publications_file/9bc45ec3a2807b1c3.pdf

  • sakartvelos pinansta saministro. [Ministry of Finance of Georgia.]  https://www.mof.ge/naerti_biujeti           in Georgian
  • sakartvelos erovnuli banki. [National Bank of Georgia.]  in Georgian  https://nbg.gov.ge/
  • sakstati. sakartvelos statistikis erovnuli samsakhuri. [Geostat - National Statistics Office of Georgia.] https://www.geostat.ge    in Georgian
  • COVID-19-is piskaluri epektebi sakartveloshi: ekonomikuri mimokhilva da indikatorebi (2020). [Government of Georgia. Measures Implemented by The  Government of Georgia against COVID-19. (2020). Report.] in Georgian

https://stopcov.ge/Content/files/COVID_RESPONSE_REPORT__ENG.pdf

  • Barroy H., Margini F., Habicht T., Roubal T., Cowley P., Kutzin, J. (2021).Why PFM is Key for the Effective Roll Out of COVID-19 Vaccines. https://blog-pfm.imf.org/pfmblog/2021/04/-why-pfm-is-key-for-the-effective-roll-out-of-covid-19-vaccines-.html 
  • Marignani D. (2020).COVID-19: Public Financial Management Solutions for the Immediate and Longer Term. https://dai-global-developments.com/articles/covid-19-public-financial-management-solutions-for-the-immediate-and-longer-term